საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შიდა მობილობით იურიდიულ ფაკულტეტზე გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!

იურიდიული ფაკულტეტი 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში აცხადებს შიდა მობილობის წესით სტუდენტთა მიღებას საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე. (დაშვების წინაპირობა - ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ინგლისური ენა ან წარმოადგინოს საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკატი ინგლისურ ენაში).

 

თსუ–ის რექტორის 31.07.2023 წლის N177/01-01 ბრძანების თანახმად:

 

განისაზღვრა 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობის ვადები: 

 

პროცედურული ვადები: 

 

  1. შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა: 23 - 29 აგვისტო.
  2. შიდა მობილობის შედეგების ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნდება: 30 აგვისტო.
  3. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება: 30 - 31 აგვისტო.
  4. საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან   ხელშეკრულების გაფორმება: 1 - 6 სექტემბერი.

 

შიდა მობილობის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის პროცედურა

http://lms.tsu.ge/

 

  • სტუდენტი შიდა მობილობის მსურველის სტატუსს მოიპოვებს ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციით. 
  • სტუდენტი უფლებამოსილია აირჩიოს არა უმეტეს 5 საგანმანათლებლო პროგრამა. რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციისას იგი ვალდებულია განსაზღვროს მათი პრიორიტეტულობა.

 

ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება
 

სტუდენტი, რომელმაც მოიპოვა საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის უფლება, უფლებამოსილია მიმართოს საგანმანათლებლო ერთეულს შეთანხმების/ ხელშეკრულების გაფორმების  თაობაზე: 1 - 6 სექტემბერი;

 

შიდა მობილობის მსურველი, რომელიც რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადაში არ მიმართავს  ფაკულტეტს და არ გააფორმებს ხელშეკრულებას, კარგავს აღნიშნულ  საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის უფლებას.

 

გისურვებთ წარმატებებს!

თარიღი: 05/08/2023